მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ,,დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები''.

პრეზიდენტი სააკაშვილი: ,,დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები”.

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზებას ეხმაურება.
 
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, დავით კირკიტაძემ ივანიშვილს გეგმები ჩაუშალა, რის გამოც ზურაბიშვილმა რუსთავში არჩევნები წააგო. სააკაშვილის აზრით, კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაც სწორედ ამას უკავშირდება.
 
„ივანიშვილის ბანდამ უმეტეს ადგილებში შეძლო გაყალბებების მეშვეობით თავისი თოჯინასთვის „გამარჯვების" დახატვა და რუსთავში ეს არ გამოუვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავდადებული ბრძოლის გამო.
 
დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები. პასუხმაც არ დააგვიანა – დღეს დილიდან ასობით პოლიციელი, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტის, გახარიას მეშვეობით, ცდილობს დათო კირკიტაძის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ დააჩქარებს ამ კანონის ფარგლებს იქით დიდი ხნის წინ გასული რეჟიმის აღსასრულს,” – წერს სააკაშვილი.
 
შსს-ს ცნობით პოლიციამ კირკიტაძის სახლი უკვე დატოვა.

სიახლეები

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...

რუსებო, მონებო – ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა

ქართული ოცნების მთავრობის წევრები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. პარალელურად, გვიან...

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...