მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა- ომბუდსმენი გიორგი გახარიას პასუხობს

ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა- ომბუდსმენი გიორგი გახარიას პასუხობს

Published on

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი გახარიამ მოუწოდა ნინო ლომჯარიას ყურადღება მიაქციოს, როგორ იქცევიან აქციის მონაწილეები. განცხადება შს მინისტრმა გუშინ გააკეთა. 
 
ომბუდსმენი თვლის, რომ ოპოზიციისთვის თელავში შესასვლელად ალტერნატიული გზის, თუნდაც წინა დღეს შეთავაზების შემთხვევაში პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა.
 
"ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა," – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
 
გიორგი გახარიამ გუშინ მოუწოდა ნინო ლომჯარიას ყურადღება მიაქციოს როგორ იქცევიან აქციის მონაწილეები. გახარიას განცხადებით, ზოგჯერ პოლიციელის, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...