მთავარისიახლეებიპოლიტიკადაზიანებული ავტომობილები და აქციის ნაცემი მონაწილეები

დაზიანებული ავტომობილები და აქციის ნაცემი მონაწილეები

Published on

გურჯაანში, ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით, აქციაზე დასასწრებად წასვლას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
 
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გადაადგილებას მაინც ვერ ახერხებენ.
 
აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვენ, რომ მისცეს ტერიტორიის დატოვების უფლება, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
 
ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე, რომელიც ამბობს რომ ჯერჯერობით სამართალდამცველები გზის გახსნას არ გეგმავენ.
 
აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერები საკუთარი ძალებით გაარღვიონ და ავტომობილებისგან გაათავისუფლონ გზა. დაპირისპირების გამო, ადგილზე რამდენიმე ავტომობილია დაზიანებული, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის კოლონის შემადგენელი ავტომობილებიც.
 
„ორჯერ მითხრა, რომ გახსნიდა გზას, ორივეჯერ მოიტყუა და პირიქით, სპეცნაზი მოიყვანა, დაამატა ძალები, იმისთვის რომ წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა, ჩენ მივდივართ მოლაპარაკებაზე, გვინდა რომ შევთანხმდეთ და ისინი ყველა შეთანხმებას არღვევენ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
ვაშაძის თქმით, აიძულებენ სამართალდამცველებს, გაათავისუფლონ გზა, რათა აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ სვლა თელავისკენ. 

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...