მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხელ ვერაზე ახალგაზრდებს შორის სისხლიანი ინციდენტი მოხდა

წუხელ ვერაზე ახალგაზრდებს შორის სისხლიანი ინციდენტი მოხდა

Published on

სისხლიანი გარჩევა თბილისში – წუხელ, გვიან ღამით ვერაზე,, ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ კლუბთან ახალგაზრდებს შორის სისხლიანი ინციდენტი მოხდა. ცივი იარაღით დაჭრილი 4 მამაკაცი,  საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი, შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი და  უკვე შინ მკურნალობს, ხოლო სამი საავადმყოფოში ქირურგიულ განყოფილებაში რჩება.
 
,, მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის ჭრილობები  გულმკერდისა და ბარძაყის არეში . სამივეს წუხელვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისათვის  მათი მდგომარეობა სტაბილურია ,“- ამბობენ  ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმები გ
 
რა გახდა ვერაზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი, უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, შენობაში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
 
 გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სიახლეები

ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

"ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე"...

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...

ყაჩაღობისთვის ძებნილი ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს...

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...