მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება

Published on

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება. საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტში დებატები მოყვა. ცვლილებების ინიციატორი განათლების კომიტეტია.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს განსხვავებული პოზიცია აქვს და განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების არსებობის მექანიზმი კარგად უნდა იყოს გაწერილი.   
 
ერთ-ერთი, ვინც ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარიაა. დეპუტატის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში ამის მიღება დაუშვებელია, რადგან კარგად უნდა განისაზღვროს რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ საკანონმდებლო ცვლილებამ მოსახლეობას.
 
 
 
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ კი ქანთარიას საპასუხოდ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით მმართველი ძალა ქულას არ იწერს და მსგავსი განცხადებებით ხდება კანონების დისკრედიტაცია.
 
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ოპონენტებს მეხრეების შესახებ კანონი შეახსენა და განაცხადა, რომ ეს კანონი არავის აღარ ახსოვს და მის აღსრულებას არავინ აკონტროლებს.
 
„ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შემოგაქვთ კანონი და შემდეგ არც ამის აღსრულება არის ხოლმე შესაძლებელი და ამის მიმართ ადამიანებს აქვთ ზოგადად, კანონის მიმართ, თქვენს მიმართ მიღებული კანონების მიმართ აქვთ გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება,“ – განაცხადა რატიანმა.
 
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ თუ შეთანხმდებიან, რომ პიროტექნიკა საზიანოა, მაშინ თავად საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე, რომ ამის გამოყენება აიკრძალოს.
 
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ოპონენტებს პოლიტიკური ნიშნის მოგების მცდელობის გამო აკრიტიკებს.
 
„ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის მოგებით წარმოთქმული კრიტიკები. საახალწლო პერიოდში, სადღესასწაულო პერიოდში, ჩვენ წელს შედარებით ნაკლები სტატისტიკის და ტრავმატიზმის მომსწრენი გავხდით,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
 
საკანონმდებლო ცვლილების განხორცილების შემთხვევაში გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ თავად პიროტექნიკის გამყიდველები. თუმცა, ამბობენ, რომ რადგან ეს მოზარდებს შეეხება, ამ კანონპროექტის ამოქმედების წინააღმდეგ არ წავლენ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....