მთავარისიახლეებიპოლიტიკა2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება

Published on

2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა სესიაზე დღეს შედგება – ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს გუშინ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ უნდა მიეღოთ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო პროცესი ჩაიშალა.
მომხდარში პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხისმგებლო დეპუტატები დაადანაშაულა.კენჭისყრის დღეისთვის გადადების გამოცხადებას წინ უძღოდა ბიუჯეტის პროექტის ხანგრძლივი განხილვა. დეპუტატების კითხვებს სესიაზე ფინანსთა მინისტრი პასუხობდა.ქვეყნის მთავარი ფინანსური პროექტის მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია და მის მხარდაჭერას არ აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აინტერესებდათ რატომ არ ზრდის პენსიას მთავრობა მინიმუმ 40 ლარით. რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მოქალაქეთა დახმარება ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის.კრიტიკული იყო შეფასებები მმართველი გუნდის მხრიდან, ბიუჯეტის აუთვისებელ თანხებთან მიმართებაში. ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობებში 2018 წელს სერიოზული ჩავარდნა იყო.
ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ სესხებით დაფინანსებულ პენსიებს „დიდი დღე არ უწერია“.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...