მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯეიმს აპატურაი: საქართველოს პრემიერ მინისტრთან გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე

ჯეიმს აპატურაი: საქართველოს პრემიერ მინისტრთან გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე

Published on

 ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს, ნატო-ს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს მიმართ.- განაცხადაამის ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ .
 
 მამუკა ბახტაძისა და ჯეიმს აპატურაის  საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და მდგრადი რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და თვალსაჩინოა ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება მთავრობის მაღალი დონის პრიორიტეტია, რასაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს.
 
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ საკითხების ფართო სპექტრზე. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ მდგრადი რეფორმების კურსი და საქართველოს მდგრადი წინსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მტკიცე განზრახვაა ქართველი ხალხის ნების აღსრულება, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს გულისხმობს. მე, რა თქმა უნდა, აღვნიშნე ჩვენს მიერ ნაკისრი მტკიცე ვალდებულება, რომ ყველა ამ მიზნის მიღწევაში სრული მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. განვიხილეთ ამის კონკრეტული გზები და შევეხეთ შავი ზღვის აუზში მეტ უსაფრთხოებას, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფას – რაც უკვე ხორციელდება. ასევე, ვისაუბრეთ პრაქტიკულ საოპერაციო საკითხებზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივი ძალისხმევით. მომდევნო წელს მეტ ნატო-ს იხილავთ საქართველოში; გვექნება ბევრი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყანაში და ამით ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ძალისხმევა ქმედითია. ნატო-ს გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს მიმართ. ასევე ვისაუბრეთ არჩევნების შედეგებზე. პრემიერ-მინისტრს მივულოცე არჩევნების ჩატარება, მაგრამ გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე. პრემიერ-მინისტრი ამას აცნობიერებს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს სურს მშვიდი და ნაკლებად პოლარიზებული დისკუსია სამომავლოდ. ნატო-ში ჩვენ გვსურს ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართველ ხალხსაც ეს სურს. ამდენად, ძალიან დამაიმედა მისმა სიტყვებმა. ჩვენ ორივეს გვსურს კიდევ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში მომდევნო წელს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....