მთავარისიახლეებიპოლიტიკარა კავშირია ია კერზაიას მკვლელობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობის ფაქტობრივ დათხოვნას...

რა კავშირია ია კერზაიას მკვლელობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობის ფაქტობრივ დათხოვნას შორის?

Published on

შაბათს  საქართველო ია კერზაიას ეთხოვება, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორს, რომელიც მანკიერ მმართველობას შეეწირა და იქცა კატალიზატორად , რომელმაც თავისი სახელები დაარქვა საჯარო მოხელის აბსოლუტურ დაუცველობას პირველ პირთა შეცვლის პირობებში და ბევრ სხვა რამესაც ჩვენს  ქვეყანაში.  სანამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფაქტობრივ მკვლელობას ღიად თუ  შინაგანად  აპროტესტებდა , ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც დაადასტურა, თუ  რა  მონსტრთან მიეცა საქმე ზუგდიდში ( და არამხოლოდ) ამ ყველასათვის პატივსაცემ ადამიანს თავისი მოქალაქეობრივი და პროფესიული ღირსების დაცვის გამო – სალომე ზურაბიშვილი თუ მისი და თავისი   სრული კომფორტისთვის მზრუნველი მმართველი პარტია ადგა და   გააკეთა განაცხადი იმ საჯარო მოხელეთა  ფაქტობრივი დათხოვნის შესახებ, რომელნიც პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში მსახურობდნენ.

ამ გადაწყვეტილებით ოლიგარქის სათამაშოდ ქცეულმა სახელმწიფო მანქანამ მოახდინა თვითლუსტრაცია და დადო მტკიცებულება იმისა, თუ რაოდენ უცხოა მისთვის დემოკრატიული ღირებულებები, თუ რა წნეხის ქვეშ არის ქვეყანაში ნებისმიერი რანგის საჯარო მოხელე, რომელსაც სხვა რომ არაფერი, თვითგადარჩენის ინსტიქტი  უბიძგებს პარტიიდან პარტიაში გადარბენისკენ ან კონფორმიზმისკენ და,  თუ მისი  სინდისი ამ ინსტიქტზე მაღლა აღმოჩნდა,  ია კერზაიას ბედს გაიზიარებს.  ვგულისხმობთ არა მაინცდამაინც  გარდაცვალებას,  არამედ  ღირსების შელახვას, საქმისგან ჩამოშორებას, რაც  კონკრეტული  პიროვნებისთვის,  რბილად რომ ვთქვათ,  მტკივნეულია, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სჭირდება ეს ადამიანები, სჭირდება პატიოსანი საჯარო მოხელეები, რომელთაც შეუძლიათ საქმის კეთება, მაგრამ არ შეუძლიათ პრინციპების ღალატი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები არ დაიკარგებიან, მათ თავიანთი  პროფესიონალიზმი და ცნობადობა წაადგებათ სამუშაოს მოძიებაში, მაგრამ რა ქნან    იმ საჯარო მოხელეებმა, რომელნიც ამ მხრივ დაუცველები არიან, რომელთაც მხოლოდ თავიანთ სოფლებში, ქალაქებში იცნობენ და აფასებენ? რა ქნან მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ შინაგანი, გულწრფელი პროტესტი ,  მაგრამ არ ყოფნით ძალა და ნებელობა გადაინაწილონ დისკომფორტი, რომელიც განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარის არმქონე ,,ზემდგომებმა'' შეუქმნეს მათ კოლეგას, მათი სოციუმის წევრს და რომელიც პროტესტის ხმამაღლა განცხადების შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეექმნება ისეთი მანკიერი მმართველობის გამო, რომელიც  მუშაობის ერთადერთ პირობად  უსიტყვო მორჩილებას და არა პროფესიონალიზმს უყენებს.

ია კერზაიამ თავისი გარდაცვალებით თავისი ბოლო და შესაძლოა საუკეთესო გაკვეთილი  ჩაუტარა თავის მოსწავლეებს და მთელ საზოგადოებას, მაგრამ ხელისუფლებაში მოკალათებულმა ოროსნებმა ვერაფერი გაიგეს. ამის დასტურია საჯარო მოხელეთა ,,დაფრენა'' არა ერთი პატარა ქალაქის სკოლიდან, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.  როდემდე გაგრძელდება ეს მავნე პრაქტიკა? როდემდე ველოდოთ ცვლილებებს, როცა საჯარო მოხელეს და ზოგადად საზოგადოების ყველა წევრს მიეცემა საშუალება აკეთოს თავისი საქმე ისე, რომ არავინ მოთხოვოს გუნდრუკის კმევა მთავრობის მიმართულებით? როდემდე უნდა იყონ ადამიანები წნეხის ქვეშ და, თუ გნებავთ, თავის მართლების პოზიციაში არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საკუთარი თავის წინაშე: ,,რა უნდა მექნა, ბავშვები მყავს გასაზრდელი, ხელფასი მჭირდება, რომ არ დავყოლოდი, საშველს არ მომცემდნენ…''

სანამ ეს არ დამთავრდება, საზოგადოება ყოველთვის  გახლეჩილი და დაპირისპირებული დარჩება –  ხშირად ძნელია ხელი ჩამოართვა ადამიანს , რომელსაც პატივს სცემდი, რომელიც პრინციპების ( შესაძლოა შენთვის არცთუ მისაღებისაც კი )  ერთგული გეგონა,  ის კი  მღვრიე  დინებას დაყვა..  

მადლობა, ია, ამ გაკვეთილისთვის.

 

 

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....