მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი აბაშიშვილი: ამდენ უბადრუკ მცდელობას ჯობს ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის...

გიორგი აბაშიშვილი: ამდენ უბადრუკ მცდელობას ჯობს ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი,

Published on

"ვინც ამ აბსურდს ქმნიდა, ვურჩევდი, იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებთან გაევლო ათწუთიანი კონსულტაცია," – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას უბადრუკ მცდელობას უწოდებს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დაკნინებას ისახავს მიზნად.
 
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ცვლილება ლაჩრული, დისკრიმინაციული და კონსტიტუციის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელის სტატუსი მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაუუქმდებათ.
 
„ცალსახად ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, უკვე მერამდენე, სათვალავი მართლა ამერია და მე მათ მინდა, ვურჩიო, ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, ვთქვათ, რომ პრეზიდენტს საერთოდ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრს წვალობენ, მაგრამ ამავდროულად იურიდიული აბსურდულობა ამ ცვლილების, მინდა, პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება იმ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის ამ პროფესიონალებთან, მაღალი დონის პროფესიონალებთან პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს ამაში სწორი, ეს ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, მაშინ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე
 
"მინდა, ამ აბსურდის ავტორებს ვუთხრა, კარგი იქნებოდა, როცა ისინი ამ აბსურდს ქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან 10 წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ,“- ამბობს აბაშიშვილი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....