მთავარისიახლეებიპოლიტიკაესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

Published on

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის შეხვედრის თემა.  
ესტონეთი მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ესტონეთი სპრეზიდენტის ვიზიტს ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობის დადასტურებად განიხილავს.

ესტონეთისპრეზიდენტისაქართველოშიგუშინ ჩამოვიდა ორდღიანი ოფიციალურივიზიტით, რომლის ფარგლებში ,,მართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში ბოლოს 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იმყოფებოდა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...