მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ - სალომე...

ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას ეხმაურება, რომლებიც მისი ლეგიტიმურობის აღიარებას არ გეგმავენ.
 
ზურაბიშვილის განცხადებით, თუ მას, როგორც ქვეყნის პირველ პირს აღიარებენ, მაშინ მის ინაუგურაციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც დაპატიჟებს, მათ შორის, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.
 
ის ასევე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გიორგი ლომიას განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ძალით აარჩევინეს ხალხს.
 
„ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით, არიან მოქალაქეები და მე, პირველ რიგში, საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ვაპირებ,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
გიორგი ლომიას დღევანდელი განცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ურთიერთობის „ახალი ფურცლიდან“ დაწყებისკენ მოუწოდა, თუმცა, დღის ბოლოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მოწოდება არა ოპონენტების, არამედ საკუთარი თავის მიმართ გააკეთა.
 
„ოპოზიციას კი არ მოვუწოდე, ჩემს თავს მოვუწოდე, ინაუგურაციის მერე იწყება ახალი ფურცელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების, ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების და მე ამისთვის მზად ვარ," – ამბობს ზურაბიშვილი.
 
სალომე ზურაბიშვილისვე განცხადებით, ის არ აპირებს ოპოზიციასთან კოჰაბიტაციას.
 
„კოჰაბიტაცია არ არსებობს, ეს აღარ არის კოჰაბიტაცია, პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში, შევა თავის სასახლეში და დაიწყებს თავის მუშაობას, როგორც ვთქვი, პირველ რიგში, საზოგადოებასთან, უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....