მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი იხსნება

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი იხსნება

Published on

დღეს, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი იხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
 
მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
 
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნატო-ს შავ ზღვაში ორი ღირებული პარტნიორი- საქართველო და უკრაინა ჰყავს და ნატო შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს“.
 
„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ნატო ასევე მუშაობს საქართველოსთან საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე, სადაც განხილული იქნება ალიანსის თანამშრომლობა საქართველოს და უკრაინასთან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....