მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში ხალხი თხილს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი...

გალში ხალხი თხილს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯი და ბაჟია

Published on

ბოლო ინფორმაციით,  გალში ხალხი თხილს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯი და ბაჟია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს ითხოვენ, რის გამოც ადგილზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია – ენგურს გამოღმა  თხილი 6,5-7 ლარი ღირს.

ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ პროდუქტის ფასი სამომავლოდ შეიცვლება. არ არის გამორიცხული, თვის ბოლომდე თხილი კიდევ გაიაფდეს, ხოლო ახალი წლის შემდეგ მცირედით გაძვირდეს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ფასი 7-8 ლარს არ გადააჭარბებს. ცოტახნის წინ კი ვარაუდობდნენ, რომ თხილის მაქსიმალური ფასი 9 ლარი იქნებოდა. თხილის ჩამბარებელ პუნქტებში განმარტავენ, რომ ფასის ცვლილება გვალვამ და შედეგად უხარისხო მოსავალმა გამოიწვია. გარდა ამისა, ბიზნესმენებს, უხარისხო მოსავლის გამო, თხილის გატანა გაუჭირდათ. ამ ეტაპზე დაინტერესებამ თურქების მხრიდანაც იკლო.  ნედლეულზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის და თხილის გული ვერ გააქვთ, რამაც ფასი დასწია

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...