მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: "ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის, რა სიტუაციაა ქვეყანაში"

გრიგოლ ვაშაძე: “ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის, რა სიტუაციაა ქვეყანაში”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს განწყობა ესაუბროს ოპოზიციას.
მისი შეფასებით "ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის, რა სიტუაციაა ქვეყანაში". 
 
"გაერთიანებული ოპოზიცია, მისი ყველა ლიდერი, მისი ყველა მხარდამჭერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყველა ვინც რამენაირად არის ასოციორებული დღეს გაერთიანებულ ოპოზიციასთან, ყველა პარტია, რომელიც მხარს მიჭერს, მაგრამ ორგანიზაციულად არ არის ასოცირებული გაერთიანებულ ოპოზიციასთან არასდროს გავლენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებს გარეთ. გაცილებით საინტერესო შეთავაზებება გვექნება, ვიდრე რევოლუცია, ქვების სოროლა, ლანძღვა-გინება"- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ "დღის ამბებში" სტუმრობისას.
 
შეგახსენებთ, ხელისუფლება კატეგრიულად უარყოფს ოპოზიციასთან საუბრის აუცილებლობას და ცდილობს დახატოს სურათი, რომ ეს არის ძალა, რომლიც დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.
 
 
„გაბოროტებული ადამიანების მხრიდან გაკეთებული უაზრო განცხადებები საინტერესო ნამდვილად არაა. ესაა დესტრუქციული ძალა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი ჰქონდა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით შეურაცხყოფებს პირდაპირი ეთერებიდან, გინებებს, ამასაც კი არ ერიდებოდნენ. მე ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია და არჩევნები არ მახსოვს. ქართველმა ხალხმა უთხრა არა ძალადობას, სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე ადამიანებსა და ბოროტებას", – განაცხადა  თბილისის მერმა კახა კალაძემ 
 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...