მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო

Published on

ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე და ოპოზიციის ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.
 
 
მისი თქმით, "ნაცმოძრაობას" დესტაბილიზაციის რესურსი არ აქვს.
 
„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი "დიდი აქცია" . გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკურიდა არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება", – განაცხადა კობახიძემ.

 
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაც.
 
მისივე თქმით, არეულობის ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლებისგან ადეკვატური პასუხი გაეცემა.
 
"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა, ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.
 
კობახიძე ასევე ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ კონსულტაციების მიზნით შეიქმნას 5 კაციანი ჯგუფი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...