მთავარისიახლეებისაზოგადოებავალების განულების სიის გამოქვეყნება შესაძლოა გადავადდეს – ფონდ “ქართუში” ტელეფონს არ იღებენ...

ვალების განულების სიის გამოქვეყნება შესაძლოა გადავადდეს – ფონდ “ქართუში” ტელეფონს არ იღებენ – მეტრონომი

Published on

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ შესაძლებლობა ენახათ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს.მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეეცადა დაკავშირებოდა ფონდ “ქართუს”, რომელიც არის ინიციატორი ამ წინასაარჩევნო დაპირება-იდეის. თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ, დავკავშირებოდით ფონდს, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ტელეფონს აღნიშნულ ოფისში, ამ დრომდე, არავინ იღებს. ამის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით გიორგი უძილაურს, რომელიც დღემდე ვიცოდით, რომ არის “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი. როგორც უძილაურმა გვითხრა, ის აღარ არის ამ განყოფილების უფროსი. “დიდი ხანია აღარ ვარ ქართუში და როგორც ვიცი, ქართუს იმის შემდეგ პიარ-სამსახური არც ჰყავს” – გვიპასუხა უძილაურმა. “მეტრონომი” შეეცადა დავკავშირებოდა ფინანსთა სამინისტროს, რადგან მინისტრმა თავის დროზე განაცხადა, რომ გაკეთდებოდა ერთიანი ბაზა და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა, მოხვდა თუ არა ის დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, განაცხადა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ერთიანი ბაზა გაკეთდება და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა, მოხვდა თუ არა ის დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში. თუმცა, როგორც ირკვევა, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ. გამომდინარე ფინანსთა მინისტრის განცხადებიდან, “მეტრონომი” დაუკავშირდა ფინანსთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსს ბაია ცანავას. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ვალების განულების შესახებ ვებ-გვერდი 3 დეკემბრიდან უნდა შექმნილიყო, და არა 3 დეკემბერს. ცანავას თქმით, სიატის შექმნის საკითხი არ შედის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ან ეროვნულ ბანკს, ან ფონდ “ქართუს” შეუძლია. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდ „ქართუში“ განუცხადეს, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ. „ვებგვერდს ვამზადებთ, თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც ვებგვერდს ძალიან მალე გავააქტიურებთ,“ – აღნიშნეს ფონდში. შეგახსენებთ, დეკლარირებულია, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება და წესით, ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. წყარო: მეტრონომი

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...