მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მოქმედების დროა და ვიმოქმედებთ კიდეც! პასუხისმგებლიანი ოპოზიცია პირველ რიგში ხალხის გვერდში დგას“...

„მოქმედების დროა და ვიმოქმედებთ კიდეც! პასუხისმგებლიანი ოპოზიცია პირველ რიგში ხალხის გვერდში დგას“ – ბაჩუკი ქარდავა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა პოლიტიკური რეალობა შეცვალა.
ედპ-ს ლიდერი აცხადებს, რომ დღეს არსებული მოცემულობით, პარლამენტში ძალთა ბალანსი ხალხში არსებულ განწყობას არ შეესაბამება.ბაჩუკი ქარდავა ამ რეალობის გათვალისწინებით ამბობს, რომ მოქმედების დროა და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ხალხის გვერდით უნდა დადგეს.„ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, შეცვალა პოლიტიკური რეალობა, არ აირჩია მოღალატე მთავარსარდალი, უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს, თუ ვინმე ამას ვერ ხედავს ან ბრმაა ან თავს იბრმავებს.მოცემულება შეიქმნა, როცა პარლამენტში ძალთა ბალანსი არ შეესაბამება განწყობებს ხალხში, ხალხის განწყობად ვერ გაასაღებენ შსს-სა და ქუჩის კოალიციას, საოცარია, როდის შემდეგაა, რომ ქუჩა და პოლიცია ერთ მხარესაა და ადმინისტრაციასთან ერთად ხალხს ფეხებით შედგა?!ბევრისგან მესმის ტერმინი „პასუხისმგებლიანი ოპოზიცია“, ასეთი ოპოზიცია, პირველ რიგში, ხალხის გვერდში დგას, დღეს საზოგადოემა უფრო აქტიურია, ვიდრე – ჩვენ. ივანიშვილმა ხალხს არჩევანის უფლება წაართვა, არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ამ ხალხისთვის ხელისუფლების არჩევის უფლების დაბრუნებაა. კონსტიტუცია იძლევა ამის საშუალებას. მოქმედების დროა და ვიმოქმედებთ კიდეც,“ – ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....