მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან" - ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასება

“გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან” – ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასება

Published on

ძალადობის ფაქტები, ამომრჩეველზე ზეწოლა, შანტაჟი – ასე აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.
 
მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას უკვე გაეცნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები. ისინი ამ პროცესებს "საგანგაშოს" უწოდებენ.
 
„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ზოგად შეფასებას. ეს იყო კონკურენტული არჩევნები. თუმცა, შეფასებებში ხაზი იყო გასმული ხარვეზების მთელ სერიაზე, მათ შორის, ადმინისტაციული რესურსების რეგულარული გამოყენების, ძალადობის ეპიზოდების და სიძულვილის ენის უპრეცედენტო გაძლიერების შესახებ.
 
"მედიალანდშაფტი პოლარიზებულ იყო, რამაც ამომრჩევლებისთვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება ვერ განაპირობა. საბანკო ვალების ჩამოწერის შესახებ განცხადება ნამდვილად არის დაფიქრების საგანი. ეს შესაძლოა, ხანგრძლივი გეგმა იყო, თუმცა, შეუძლებელია იმის არ შემჩნევა, რომ ეს განცხადება მეორე ტურამდე 2 დღის ადრე გაკეთდა. გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან ევროპულ კურსის განხორციელების გზაზე, რადგან ეს ამბიცია ასევე მაღალ სტანდარტებს მოითხოვს,“ – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი.
 
ელჩები ამბობენ, რომ გამოვლენილი დარღვევები ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს და ის ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
 
„ჩვენ ვითვალისწინებთ ოდირის შეფასებას იმის შესახებ, რომ პროცესისთვის ძირის გამომთხრელი იყო ის გაუმართლებელმა უპირატესობა, რომლითაც ერთი მხარე სარგებლობდა. ასევე ორივე მხარის კამპანიების ნეგატიური ხასიათი. ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სიხშირეს, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და დაშინებას, რაც უფრო თვალსაჩინო მეორე ტურში გახდა. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს.
 
"უნდა ჩატარდეს გამოძიება ყველა აღრიცხული დარღვევაზე. არსებობს განაცხადები, რომ დაანონსებული საბანკო ვალების ჩამოწერა არ იყო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმეს და დაველოდებით, თუ რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო. ევროკავშირი და შეერთებული შტატები მზად არიან საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, თუმცა, მაღალ ამბიციებს მოსდევს მაღალი სტანდარტები,“ – აცხადებს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

სიახლეები

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა

ევროპის საბჭომ უკრაინისთვის 2.8-მილიარდის ოდენობით დახმარების გაცემა დაამტკიცა - ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის დახმარების...

არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის...

“ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ რუსული ჯარები საქართველოსა და მოლდოვაში არ იყვნენ” – კაია კალასი

კვიპროსში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის...

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს...