მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუშინდელი პროცესი არ იყო თავისუფალი - ასე აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები ...

გუშინდელი პროცესი არ იყო თავისუფალი – ასე აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს

Published on

 
დამკვირვებელთა შეფასებით, გუშინდელი პროცესი არ იყო თავისუფალი –  უკრაინელმა დამკვირვებლებმა  არჩევნების მეორე ტურს  ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფაქტები, არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვექვეშ აყენებს.
 
რადას დეპუტატები  კრიტიკულად აფასებენროგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საარჩევნო პროცესს და იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც უშუალოდ არჩევნების დღეს დაფიქსირდა.
 
“საქართველომ საკმაოდ დიდი გზა გაიარა დემოკრატიის კუთხით. მომეწონა გარკვეული პროცედურები, მარკირება, კონვერტებში ჩადებული ბიულეტინები, თუმცა არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემები, რომლებიც გუშინ დავინახე და რაც მიმაჩნია, რომ მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ვფიქრობ რომ გუშინდელი არჩევნები იყო აბსოლუტურად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ.
 
გზავნილმა, რომ ვალები ჩამოეწერება 600 000-მდე ქართველ ამომრჩეველს, ბევრ მოქალაქეს უბიძგა არჩევნებში მონაწილეობისაკენ. ამასთან ერთად ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც თავის თავს კოორდინატორებს უწოდებდნენ და თან ჰქონდათ იმ ადამიანების სიები, რომლებიც უბანზე უნდა მისულიყვნენ. ისინი მკაცრად აკონტროლებდნენ პროცესს, ვნახე ძალიან ბევრი კრიმინალური შესახედაობის ადამიანი, რომლებიც მიდიოდნენ მოქალაქეებთან და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. ეს ყველაფერი მეტყველებს ჩემთვის იმაზე, რომ პროცესი არ იყო თავისუფალი და იყო რეგულირებადი ხელისუფლების მხრიდან. არ ვიცი, რამდენად დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად ჰქონდეთ  სიები, რომლებშიც ამომრჩევლის პირადი მონაცემებია ასახული. ეს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა, ესენია სერიოზული პრობლემები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ასეთი, სერიოზული, დიდი და მნიშვნელოვანი არჩევნების ლეგიტიმურობას,’’ – განაცხადა რადას დეპუტატმა, უკრაინელმა დამკვირევებელმა,  ვიქტორ ჩუმაკიმ

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...