მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ,, აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00...

გრიგოლ ვაშაძე: ,, აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00 საათის შემდეგ მივიდა“

Published on

აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00 საათის შემდეგ მივიდა“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
 
"ჩვენ ორ შედეგს უკვე მივაღწიეთ  – როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, პირველი არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და ეს არის მძლავრი ძალა და მეორე, ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ და ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. მნიშვნელობა არა აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია იმიტომ, რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ჯერ არ უნახავს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

 
კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.
 
კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.
 
მონაცემები 17:00 საათის მაჩვენებელია.

სიახლეები

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...