მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნება" შეეცდება იმ რაიონების ხარჯზე გაზარდოს შედეგი, სადაც...

გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” შეეცდება იმ რაიონების ხარჯზე გაზარდოს შედეგი, სადაც დაბალი აქტივობაა.

Published on

აქტივობა მაღალია დიდ ქალაქებში, სადაც ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" შეეცდება იმ რაიონების ხარჯზე გაზარდოს შედეგი, სადაც დაბალი აქტივობაა.
 
„ჯერ შუა პერიოდში ვართ. სამწუხაროდ, როგორც წესი საღამოს უფრო ააქტიურებენ თავიანთ გაყალბების მექანიზმებს. აქტივობა ძალიან მაღალია. აქტივობა მაღალია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, დიდ ქალაქებში სადაც ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ. დარწმუნებული ვართ ესაა ის ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან დიდი საპროტესტო განცდა აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იმ რაიონებში, სადაც მათ მანიპულაციებით მოიგეს არაა მაღალი აქტივობა. ახლა შეეცდებიან იქ გაზარდონ მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. მე ვფიქრობ, იმხელა იქნება სხვაობა, რომ მანიპულაციები ვერ უშველის ამ შედეგს. აქედან გამომდინარე, მთავარია ყველანი არჩევნებზე", – განაცხადა ვაშაძემ

სიახლეები

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...