მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმში 29-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით გადაადგილდებოდნენ, ...

ბათუმში 29-ე საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით გადაადგილდებოდნენ, მათ სიები წაართვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

Published on

ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე   "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "ქართული ოცნების“ კოორდინატორებს საარჩევნო უბანთან სიები წაართვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
 
როგორც "ნაციონალური მოძრაობის "წევრი გია ხალვაში ამბობს, საარჩევნო უბანთან ქალები სიებით გადაადგილდებოდნენ, რაც კანონდარღვევაა.
 
"ქალბატონები საარჩევნო უბანთან სიებით გაადაადგილდებოდნენ, სიების წართმევა მოხდა. სიები ჩვენთან არის. როგორც მტკიცებულება და მალე გაჩვენებთ",- განაცხადა გია ხალვაშმა.
 
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ასევე უბანთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრები.
 
"არაფერი კანონდარღვევა არ არის. ეს არის ჩვენი მხარდამჭერების სია, რომელიც უნდა დაგვიბრუნონ, რათა ვაჩვენოთ ჟურნალისტებს, რომ არაფერი კანონდარღვევა არ ხდება“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...