მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოცნებისათვის'' სიმღერის ფასი: სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

,,ოცნებისათვის” სიმღერის ფასი: სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

Published on

ბათუმის მერის მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში დაინიშნა. სოფო ხალვაში ოფიციალურად მერმა ლაშა კომახიძემ დღეს წარადგინა. – ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მერმა აღნიშნა, სოფო ხალვაშზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მას კულტურის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ფართო ურთიერთობები აქვს ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, სოფო ხალვაში მერიაში კულტურის მიმართულებით იმუშავებს.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კანონის დაცვით მოხდა სოფო ხალვაშის დანიშვნა მერის მოადგილედ, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო დარღვევა და დანიშვნა კანონის დაცვით მოხდა.
 
თავად სოფო ხალვაშის განცხადებით კი, ამ პოსტზე შემოთავაზება დიდი ხნის წინ ჰქონდა, როდესაც ის აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.
შეგახსენებთ, სოფო ხალვაში ქართული ოცნებისა და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინასაარჩევნო კონცერტში მონაწილეობისათვის აჭარის ტელემაუწყებლობიდან გაათავისუფლეს   ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის ა და პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირებისათვის. აჭარის ხელისუფლებამ  ამ დანიშვნით  მისი კომპენსირება მოახდინა. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....