მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო და 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო და 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

Published on

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო და 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.
 
პირველი ტურის მსგავსად 28-29 ნოემბერს ისევ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრი, სადაც დამკვირვებლები ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გააცნობენ ინფორმაციას.
 
გაკეთებული განცხადებები ოპერატიულად განთავსდება მედია ცენტრის "Facebook" გვერდზე.
 
დღეს კი სამი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასებენ.
 
„ეს წინასაარჩევნო გარემო იყო საკმაოდ დაძაბული და მკვეთრად პოლარიზებული, მათ შორის ნეგატიური კამპანიაც აქტიურად ხორციელდებოდა. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი 650 საარჩევნო უბანზე, ეს არის შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი საარჩევნო უბნები, სადაც წარგზავნილი იქნებიან ჩვენი დამკვირვებლები მთელი საქართველოს მასშტაბით,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ. 

სიახლეები

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...

23-25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი მთელ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით...