მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ...

მიხეილ სააკაშვილი: ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში

Published on

ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან სოციალურ ქსელ facebook-ში მოქალაქეების შეკითხვებს გასცა პასუხი. ფეისბუქმომხმარებლის კითხვაზე – "არჩევნებს ვერ გააყალბებენ, გააყალბებენ და ომი დაიწყება", – სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ძალიან მაგარი კომისიის წევრები გვყავს. თქვენ არ გინახავთ ეს ქალები. ვიდრე ჩავერთვებოდი სამეგრელოდან ვესაუბრე ქალებს, ისინი არავის არაფერს გააყალბებინებენ. საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი ერთზე და ვერავინ გაიგებს ვის მიეცით ხმა“.
 
ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა ასევე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს, რომ კრიმინალების ზეწოლით შესაძლოა არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდეს, რასაც სააკაშვილმა უპასუხა – „ვინ ჩემი ბოდიში და ისინი არიან კრიმინალები. ვერაფერს დაგიშავებენ“.
 
„დარწმუნებული ვართ, ამ არჩევნებს ვიგებთ, თან დიდი უპირატესობით. ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...