მთავარისიახლეებიპოლიტიკაარავის არანაირი რევოლუცია არ სჭირდება - ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრობს

არავის არანაირი რევოლუცია არ სჭირდება – ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრობს

Published on

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდგომ მოსალოდნელ ცვლილებებზე „არჩევნების“ ეთერში საუბრობს.  
 
პაატა დავითაია ოპონენტებს აკრიტიკებს, რომლებიც აანონსებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში რევანში და დაპირისპირება მოხდება. დავითაიას თქმით, არანაირი რევანში არ იგეგმება.
 
„გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებს იგებს. არავის არანაირი რევოლუცია არ სჭირდება. გრიგოლ ვაშაძემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ღიად დააფიქსირა ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში იქმნება ეროვნული თანხმობის საბჭო, მას კი არ უთქვამთ, რომ იქმნება რაღაც სახელმწიფო საბჭო გადატრიალების, ეროვნული თანხმობის საბჭო, რომელიც იმუშავებს საარჩევნო კოდექსზე და ხელისუფლების ცვლილებაზე,“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.
 
„ეროვნულ დემოკრატიული“ პარტიის წევრი, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით კი, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ქვეყანა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ყურადღებას ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე, ასევე კახეთსა და რაჭაში მომხდარ ინციდენტებზე ამახვილებს.
 
„ჩვენ დღეს ვართ იმ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება კოალიციაში შევიდა ქუჩასთან, კრიმინალთან, ეს არის ძალიან სახიფათო თამაში," – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
 
"საქართველო ლიდერთა შორის" დამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ გადაცემაში განმარტა, თუ რატომ უჭერს მხარს ის გრიგოლ ვაშაძეს.  გამყრელიძის თქმით, გრიგოლ ვაშაძე საწინდარია იმისა, რომ საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური კულტურა.
 
”მე ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეყოლება მთავარსარდალი, რომელმაც აქვს არაჩვეულებრივი ხედვა და ძალიან სწორად გათვლილი მიზნები, როგორ შეიძლება ქართული ჯარი იყოს ძლიერი და ქმედითუნარიანი,“ – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ. 
 
გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს ყოფილი დიპლომატი ნიკა ვაშაკიძე. ვაშაკიძის თქმით, გრიგოლ ვაშაძე საერთაშორისო დონეზე ქვეყანას კარგად წარადგენს.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...