მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაყალბებული ეგზიტპოლებით ივანიშვილი თანაგუნდელებიდან არავის მოუტყუებია და ეს ყველაფერი მისი გეგმის...

გაყალბებული ეგზიტპოლებით ივანიშვილი თანაგუნდელებიდან არავის მოუტყუებია და ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო – ზურაბ მელიქიშვილი

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს, სადაც მან დაადასტურა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებთან მძიმე საუბარი ჰქონდა.
 
მელიქიშვილის თქმით, გაყალბებული ეგზიტპოლებით ივანიშვილი არავის მოუტყუებია და ეს ყველაფერი გეგმის ნაწილია.
"ის არავის მოუტყუებია, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო – გაყალბებული ეგზიტპოლები, გაყალბებული კვლევა, ერთის მხრივ რომ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ თითქოს მხარდაჭერით სარგებლობენ და მეორეს მხრივა ადგილებზე გაეყალბებინათ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რადგან ქართველმა ხალხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთად პირველ ტურში დაიცვა ხმები და ვერ მიიღეს გაყალბებით ის შედეგები, რასაც ელოდებოდნენ. შესაბამისად ახლა ხდება გადაბრალება" – აღნიშნავს ზურაბ მელიქიშვილი.
 
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინცელ ინტერვიუში განაცხადა:  გუნ­დი ისე იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში, რომ კვლე­ვე­ბიც კი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ჩა­უ­ტა­რე­ბია – რე­ა­ლუ­რად, პარ­ტი­უ­ლი რე­სურ­სით ახერ­ხებ­დნენ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას – ასე­თი ცდო­მი­ლე­ბა იყო სირ­ცხვი­ლი! იმას რა­საც ელოდ­ნენ, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შემ­დგომ, მეც კი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო სირ­ცხვი­ლი. ამა­ზე მეც მქონ­და მკაც­რი სა­უ­ბა­რი.
 
არა­ვი­თა­რი გრძნო­ბა­დო­ბა, ჰქონ­დათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აც­დე­ნი­ლი მო­ლო­დი­ნი რე­ა­ლო­ბას­თან. 14% სხვა­ო­ბა არის სირ­ცხვი­ლი – ამას კვლე­ვა აღარ ჰქვია! ''

 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...