მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოგი მარსზე მიემგზავრება, ზოგს ,,ცრემლები სდის'' - ამას ქვია ,, შენ...

ზოგი მარსზე მიემგზავრება, ზოგს ,,ცრემლები სდის” – ამას ქვია ,, შენ ჩემთვის რა გატირებდა …”

Published on

 ორიგინალური წინასაარჩევნო ბანერების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე რაღაც განსაკუთრებული კლიპების იმედს ებღაუჭება.

სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატია და ახლა მზადდება კლიპები, რომელზეც  „ცრემლებიც კი მდის“- განაცხადა მან   გუშინდელ ინტერვიუში. 

თუ ბანერების უკუეფექტს გავითვალისწინებთ, არც ეს კლიპები უმზადებს მას რამე სასიხარულოს, ამიტომ სავსებით ლეგიტიმურია ერთი ძველი ქართული სიმღერის რემინისცენცია ; ,,შენ ჩემთვის რა გატირებდა, მე შენთვის რა მირგიაო…';

არჩევნებს რომ კლიპები იგებდეს, ჯერ არავის უნახავს, მაგრამ ის,  თუ რა არგო სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ ,,ქართულ ოცნებას'' უკვე ყველა ხედავს. და თუ ჯერაც ვერ ხედავს, შეუძლია გაიხსენოს რუსული სიტყვა, რომელიც მშვენივრად ერითმება სიტყვას ,,არგო''. 

 პესიმიზმი და ვულგარული ოპტიმიზმი ძალიან ახლოს არის ეთმანეთთან. ეს უკანასკნელი არის საკუთარი შესაძლებლობისა და რეალობის  დანახვის უუნარობა და მთელ ამ ინტერვიუში  მოსახლეობამ დაინახა შეშინებული ოლიგარქი, რომელიც მხოლოდამხოლოდ ფულის იმედზე დარჩა და იმასაც ხედავს ( შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად), რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მით უფრო პრეზიდენტის სავარძელს ოდიოზური  ფავორიტისთვის, რომელიც ფავორიტზე მეტად არმოცნდა  ლაკმუსი ან თუ გნებავთ კატალიზატორი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისადმი  ხალხის რეალური განწყობები გამოავლინა. 

სანამ ბიძინა ივანიშვილი ტირის, ბევრი მშვენიერი ქალბატონი მასთან ერთად  მარსზე გასაფრენად ემზადება და  ქალური ინსტინქტის კარნახით ცდილობს ანუგეშოს  ,,ხალხის უმადურობით'' დროზე ადრე დაბერებული მამა. ბიძინა ივანიშვილი მეფე ლირი არ არის, ის ლირის კარიკატურა უფროა, ისევე როგორც ეს კორდელიებია იმ კორდელიას   კარიკატურები, მაგრამ არ არის  გამორიცხული,  ადრე თუ გვიან  ივანიშვილი მარსზე მიმავალ გზაზე მარტო აღმოჩნდეს, ხოლო ამ ქალბატონებმა კვლავ ცისფერ ეკრანებზე თუ პარიზულ კაფეებში მოიღერონ ყელი ისე, , თითქოს იგი არც ყოფილა მათ ცხოვრებაში.

,,არა­მარ­ტო მე, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ბევ­რმა უცებ ყვე­ლა­ფერს გა­და­უს­ვა ხაზი. ამ ადა­მი­ან­მა ხელი გა­მი­მარ­თა, და­მეხ­მა­რა… ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა თუ მარსზე გაფ­რინ­დე­ბა, სა­დაც დავ­ჭირ­დე­ბი, იქ ვიქ­ნე­ბი და ბოლომდე გავყვები – აცხადებს, მაგალითად, ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი. ,,კვირის პალიტრასათან'' ინტერვიუში. 
 
სალომე გოგიაშვილს ივანიშვილმა თავის დროზე   ბინა შეუნარჩუნა და კარგია, თუ მადლიერების გრძნობა შემორჩა, მაგრამ   რაც შეეხება მისი პოლიტიკური სიმპათიებიმდგრადობას  ჩვენ მისი უფრო ადრინდელი განცხადებებიც გვახსოვს
 
"ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები  მიმყავდა. იმ დროს, ამ კონცერტებში ყველა იღებდა მონაწილეობას. საარჩევნო კონცერტებიც მიმყავდა,  ეს არის ჩემი სამსახური. მე ამით ფულს ვშოულობ.''
 
 მარსიდან ფულს მას ნამდვილად არ გამოუგზავნიან, საპლანეტათშორისო საფოსტო კავშირი ჯერ არ არსებობს, ამიტომ სალომე გოგიაშვილის მადლერებით სავსე ტირადა მალევე გაქრება და,  ალბათ,  არც მარსზე გაყვება ვინმეს.  მით უფრო, რომ რევანში არ იქნება. ,,უყვარდეი, რა''. 

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...