მთავარისიახლეებიეკონომიკამილიარდნახევარი ლარის ოდენობის დავალიანების ჩამოწერაზე საუბარი ბლეფია. სწორედ ამიტომ ამ კამპანის...

მილიარდნახევარი ლარის ოდენობის დავალიანების ჩამოწერაზე საუბარი ბლეფია. სწორედ ამიტომ ამ კამპანის დაწყება დაგეგმილია არჩევნების შემდეგ, რადგან მისი მოსალოდნელი შედეგი არ იქნება ისე მიმზიდველი, როგორც ეს შეიძლება შორიდან ჩანდეს.

Published on

ექსპერტები აანალიზებენ   ხელისუფლების ( ”ქართს”)  მიერ ფინანსური სუბიექტებისთვის სესხების განულებასთან დაკავშირებული წინადადების  ტექნიკური დეტალებს. ანალიზის შედგეგად ირკვევა, რომ : 
 
1. მილიარდნახევარი ლარის ოდენობის დავალიანების ჩამოწერაზე საუბარი არის ბლეფი. ვალების უფიდესი ნაწილი არის ჯარიმები და განეკუთვნება უიმედო სესხებს. მას არავინ არასდროს დააბრუნებდა და გამსესხებლებიც შეგუებულნი იყვნენ ამ ფაქტს. 
2. თავი ფული იქნება 200-300 მილიონი ლარის ფარგლებში. მათი დიდი ნაწილი ასევე უიმედო. 
3. მისი ათი პროცენტი არის 20-30 მილიონი ლარი. 
4. ესაა ის ფული, რომელსაც დახარჯავს ”ქართუ” ( მორიგი ბლეფია, რომ ”ქართუმ” ასი მილიონი ლარი ”გაამზადა” ვალის გამოსასყიდად). ეს თანხა იმაზე ნაკლებია, რასაც ახლა ხარჯავენ შავი ფულის სახით არჩევნებზე ”ოცნების” კოორდინატორებზე, საწვავზე, მოსყიდვაზე და ა. შ. და რომელიც არსად ჩანს. 
5. ის რომ ეს შეეხება 600 ათას კაცს, არის ასევე სიცრუე. არ არსებობს მსგავსი კატეგორიის სესხებზე დარეგისტრირებული ამ რაოდენობის ხელშეკრულება. 
6. ამ კატეგორიის სესხებისგან განთავისუფლებას არა აქვს არავითარი კავშირი ფინანსური სექტორის გაჯანსაღებასთან ან ადამიანების ეკონომიკურ პროცესში ”მობრუნებასთან”. ეს აქცია ჩვეულებრივი საარჩევნო ნაცადი ტრიუკია ამომრჩევლის ”ლეგალურად” მოსასყიდად. 
7.ამ კამპანის დაწყება დაგეგმილია არჩევნების შემდეგ, რადგან მისი მოსალოდნელი შედეგი არ იქნება ისე მიმზიდველი, როგორც ეს შეიძლება შორიდან ჩანდეს. 
8. ამ აქციის წინასაარჩევნოდ დაანონსება შეიძლება განვიხილოთ როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა ოლიგარქის მხრიდან და მას უნდა მიეცეს საერთაშორისო შეფასება.
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....