მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულმა ოცნებამ'' მალთაყვაში ე. წ. მეორადი ტანსაცმელის ფუთების წინასწარ შედგენილი...

,,ქართულმა ოცნებამ” მალთაყვაში ე. წ. მეორადი ტანსაცმელის ფუთების წინასწარ შედგენილი სიებით დარიგება სცადა- ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის ახალი მეთოდი

Published on

ფოთში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე მეორადი ტანსაცმელების დარიგების ფაქტს ხმაური მოჰყვა.
 
ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლებას ტანსაცმელი წინასაარჩევნოდ, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა, რამაც სხვა სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.
 
მათივე განცხადებით, ამ ფორმით ხელისუფლება ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობს.
 
ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით გოგოხია თქმით, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ადამინების მოსყიდვას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ. 
 
„წინასწარი გაწერილი სიების მიხედვით ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მალთაყვაში დაერიგებინა ე. წ. მეორადი ტანსაცმელის ფუთები. ეს იყო პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ეს ხდება სხვა და სხვა მეთოდებით. რაც არ უნდა გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილმა, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს, როგორც ფოთმა და სრულიად საქართველომ გასცა პირველ ტურში პასუხი, ბიძინა ივანიშვილს უთხრა უარი, იგივე განმეორდება მეორე ტურშიც“ – აცხადებს გოგოხია.
 
ბრალდებებს უპასუხეს ფოთის მერიაში. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მსგავს აქციებს ისინი ხშირად ახორციელებენ და სოციალურ აქციას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
 
„არჩევნებთან არავითარი კავშირი არ გვქონდა. ეს სიები, რა თქმა უნდა, წინასწარ იყო. ეს სიები ამოღებული იყო სოციალური და დამცველობის დაცვის სამსახურიდან და აი, ამ სიების მიხედვით ხდებოდა დარიგება“ – ამბობს ფოთის მერი გოჩა კურდღელი

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...