მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ეს არის ჩვენი იდეა, მეორეა რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“ -...

„ეს არის ჩვენი იდეა, მეორეა რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“ – ვაშაძე ამბობს, რომ “ოცნებამ” ოპოზიციას იდეა მოპარა

Published on

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბანკების შავ სიაში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერის იდეა გაერთიანებული ოპოზიციას ეკუთვნოდა და „ქართულ ოცნება“ მათ ცრუ ბრალდებას უყენებს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა იდეა მათ მოჰპარა. ამის დასტურად ვაშაძეს სამი დღის წინ განხილული 2019 წლის ბიუჯეტი მოჰყავს, სადაც ჭარბვალიანობის დასაძლევად დაგეგმილი პროგრამა გაწერილი არ ყოფილა.
 
„ ეს არის ჩვენი იდეა. მეორეა რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“?- ამაზე არც ფიქრობდნენ საერთოდ, მაგრამ ისეთ დღეში არიან საარჩევნოდ რომ ყველაფერზე თანახმა არიან,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.
 
ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის გეგმა არ გულისხმობს შავ სიაში მყოფი პირისთვის ვალების სრულად ჩამოწერას. მისი თქმით, საუბარია დავალიანების მქონე პირის შავი სიიდან ამოღებაზე და ვალების გადახდასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაზე, რაშიც სახელმწიფო ვალდებულებით შევა.
 
„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც გვაქვს გათვალისწინებული ეს არის პროცენტების შემდგომი კლება და ძალიან დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული,რომ ძალიან მაღალია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი“-ამბობს გიორგი ვაშაძე “კვირის აქცენტებში“ საუბრისას.
 
ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

სიახლეები

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...