მთავარისიახლეებიპოლიტიკა„იპოთეკის კრედიტის პროცენტი შემცირდება ორჯერ, დოლარში აღებული სესხის დაბრუნება მოხდება 1.65 კურსით“...

„იპოთეკის კრედიტის პროცენტი შემცირდება ორჯერ, დოლარში აღებული სესხის დაბრუნება მოხდება 1.65 კურსით“ – მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარებასა და საბანკო სისტემის პრობლემებზე საუბრობს. ამასთან სააკაშვილი რამდენიმე დაპირებას აჟღერებს, რომელთაც კოალიციური მთავრობის შემქნის შემთხვევაში განახორციელებს.
 
„მინდა გესაუბროთ იმ პროგრამაზე, რომელიც ეხება უსამართლო საბანკო დავალიანებებს. საქართველო ხალხის საბანკო დავალიანებების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი და 3 ბანკი, რომელიც პრაქტიკულად ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას.
 
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ და სახალხო ნდობით აღჭურვილი კოალიციური მთავრობის შექმნის შემდეგ გია ვაშაძემ წარმოადგინა პროგრამა და მე მის პროგრამას მხარს ვუჭერ.ეს არის პირველ რიგში უსამართლო საურავების გაუქმება კრედიტებზე. ხალხს აღებული აქვს კრედიტი და გადახდილი აქვს 25 ათასი საურავები და პროცენტები და მაინც ართმევენ ბინას, რა თქმა უნდა ეს უსამართლობაა. ჩვენ ამას გავაუქმებთ. ჩვენ დავაწესებთ ეფექტრური პროცენტის ზედა ზღვარს. ახალი ხელისუფლება გააკეთებს იმას, რომ იპოთეკის კრედიტის პროცენტი შემცირდება მინიმუმ ორჯერ. ეს არის ჰოლანდიური სისტემა, რომელიც მე კარგად შევისწავლე და გავუგზავნე კოალიციის წევრებს. ამის თანახმად იქმნება სახელწიფო გარანტირების ფონდი. მსოფლიო ბანკის აღებული კრედიტებით შეივსება და მის საფუძველზე მოხდება იპოთეკის პროცენტის შემცირება. ეს დიდ შვებას მისცემს ხალხს. ამ მთავრობას ეს არც კი უცდია. ევროპის ცენტრალური ბანკი 1%-ად გასცემს ევროპაში კრედიტებს ახლა.და ამათ არც კი უცდიათ გასვლა საერთაშორისო ბაზარზე და ხალხისთვის ამ უპროცენტო კრედიტების წამოღება. ახალი ხელისუფლება ამას აუცილებლად იზამს. ამასთან ძალიან ბევრს ვალი აქვს აღებული დოლარში, ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ დოლარში აღებული სესხის დაბრუნება მოხდება 1.65 კურსით. ასევე უსამართლო ვალები გაიყინება ორი წლით. ეს არის ჩვენი პროგრამა საბნკო დავალიანებების კრიზისის გადალახვის, ხალხის გაჭირვების შემსუბუქების. ჩვენ ასევე მოვახდენთ საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას, შემოვიყვანთ ბევრ სხვადასხვა ბანკს და მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად“,-ამბობს სააკაშვილი. 
 
 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...