მთავარისიახლეებიეკონომიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით...

პრეზიდენტი სააკაშვილი: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით

Published on

 
ხალხი იხრჩობა ვალებში, ივანიშვილს, რუხაძეს, ხაზარაძეს და სხვა ბანკირებს, ორივე ხელი აქვს ჩაყოფილი ხალხის ჯიბეში! -აცხადებს  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც  საუბრობს უსამართლო საბანკო ვალების წნეხისგან საზოგადოების გათავისუფლების პროგრამაზე, რომელის განხორციელება  არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ  დაიწყება.  
 
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სესხის აღება 8-ჯერ, ხალხის კი დავალიანება 4-ჯერ გაეზარდა. 
 
"ეს არის უსამართლო მევახშეების მიერ შექმნილი მონოპოლიების შედეგი და ამ მონოპოლიებს სათავეში უდგას ივანიშვილი, ივანიშვილი და სამი ბანკი, რომლებიც ინაწილებენ ქართველების მთელ შემოსავალს და ართმევენ საქართველოს პერსპექტივას,"-აცხადებს სააკაშვილი.

 
„ბევრ ხალხს აქვს აღებული სესხი დოლარში. დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ახლა არის სხვა. ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. ეს გააკეთა ჩვენმა მეგობარმა ორბანმა უნგრეთში. ასევე, სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი 2-წლიანი გაყინვა.  იპოთეკის კრედიტი შემცირდება მინიმუმ 2-ჯერ.  
ჩვენ ასევე მოვახდენთ საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას. შემოვიყვანთ ბევრ სხვადასხვა ბანკს უფრო დაბალი პროცენტებით. მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად მაშინვე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გია ვაშაძემ წარმოადგინა პროგრამა და ჩვენ ამ პროგრამას ვუჭერთ მხარს. პირველ რიგში ეს პროგრამა ითვალისწინებს უსამართლო საურავების გაუქმებას. ხალხს 25 000 აქვს კრედიტი აღებული, 25 000 აქვს გადახდილი საურავებში, პროცენტებსა და ჯარიმებში და მაინც ართმევენ ბინას. ეს უსამართლობაა. ჩვენ ამას გავაუქმებთ და მოვხსნით. ჩვენ დავაწესებთ ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარს. ახალი მთავრობა და ხელისუფლება გააკეთებს იმას, რომ იპოთეკის კრედიტი შემცირდება მინიმუმ 2-ჯერ. ეს არის ჰოლანდიური სისტემა, რომელიც კარგად შევისწავლე. შეიქმნება სახელმწიფო გარანტირების ფონდი, რომელიც შეივსება მსოფლიო ბანკისგან აღებული კრედიტებით და ამ ფონდის მეშვეობით მოხდება იპოთეკის პროცენტის შემცირება მინიმუმ 2-ჯერ. ეს დიდ შვებას მისცემს ხალხს.
 
ამ მთავრობას ეს არც კი უცდია. ევროპის ცენტრალური ბანკი 1%-ში გასცემს კრედიტებს ევროპაში. ამათ არც კი უცდიათ გასვლა საერთაშორისო ბაზარზე და ხალხისთვის ამ უპროცენტო კრედიტების წამოღება. ახალი ხელისუფლება ამას აუცილებლად გააკეთებს  “, – აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

 

 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...