მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის იდეის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ

ბიძინა ივანიშვილის იდეის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ

Published on

მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ტუბერკულოზით დაავადებულებულ პაციენტებს მკურნალობის ადგილის შეცვლა მოუწევთ. კურორტის ტერიტორიაზე, სანატორიუმ „ზეკარში“ განთავსებული სამედიცინო დაწესბულება ხეობიდან გარეთ, სოფელ აბასთუმანთან გადააქვთ.
 
„როგორი შედეგი ექნება იქ გადატანას?! წესიერად არც ნაძვია და არც ფიჭვი. აშენებენ სამსართულიან საავადმყოფოს და ავადმყოფებს გადაიყვანენ იქ. ეს შენობა კი, მგონი, ივანიშვილმა იყიდა“. – ამბობს აბასთუმნელი ეთერ ბალახაძე.
 
საავადმყოფოს გადატანაზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. იოსებ ცისკარაძე ამ ზაფხულის ამბებს იხსენებს და ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ,,ლაბორატორია ჩამოიყვანა, ჰაერის გამჭვირვალობა და სისუფთავე გაზომა და 95 % აჩვენა.“ მისივე თქმით, სანატორიუმ "ზეკარის" ადგილზე შვიდსართულიანი სასტუმრო კომპლექსი გაკეთდება.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...