მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი ტყიბულელ მეშახტეებს მიმართავს: ,, როგორც კი ხელისუფლება წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს,...

პრეზიდენტი სააკაშვილი ტყიბულელ მეშახტეებს მიმართავს: ,, როგორც კი ხელისუფლება წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა”

Published on

როგორც კი ხელისუფლება წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა, -განაცხადასაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვაში  ტყიბულელი მეშახტეებისადმი.
 
. სააკაშვილის განცხადებით, შახტის მფლობელები მეშახტეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
 
„მინდა მივმართო ტყიბულელ მეშახტეებს. შახტის დირექტორი ახორციელებს ზეწოლას მეშახტეებზე, რომ მათ ხმა მისცენ საქართველოს მოღალატე და მავნებელ, საქართველოს ეკონომიკის ამომძირკველ, ქართველი ხალხის გამატყავებელ ხელისუფლებას ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
 
მოხდა ისე, რომ ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარე ზემო იმერეთში და ჩემი ბევრი ნათესავი, მეზობელი, იყო მაღაროელი და ვიცი რა მძიმე შრომაა ეს.
 
თქვენ ატარებთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მიწის ქვეშ, ამოდიხართ და გაძალებენ თუ ვის მისცეთ ხმა. თქვენი შახტის მფლობელები იმის ნაცვლად, რომ ფულს დებდნენ უსაფრთხოებაში, მიაქვთ „ატკატები“ მთავრობაში და ამ „ატკატებით“ შენდება სესიაშვილის, ფარცხალაძის, ბესელიას, ივანიშვილის ნათესავების სასახლეები, თქვენ კი გიგდებენ კაპიკებს. უამრავი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ელემენტარული უსაფრთხოების წესები არ არის დაცული.ამ ყველაფრის ფონზე, მფლობელი დავით ბეჟუაშვილი მთავრობის მითითებით ეუბნება თავის მიერ დანიშნულ დირეტორს, რომ თქვენ დაგაძალოთ ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა
 
. ისინი გატყუებენ, რომ გეუბნებიან, ხმა თუ არ მიეცით, შახტა დაიხურება, მთავრობა ხომ რჩებაო
 
. მთავრობა არ რჩება!. როგორც კი ისინი წააგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა. შახტები არა მხოლოდ არ დაიხურება, გაიზრდება უსაფრთხოების ნორმები და იქნება ისეთი, როგორიც არის ამერიკასა და ევროპაში.
 
ვერავინ ვეღარ დაგჩაგრავთ, რადგან ვიცით, როგორი ღირსეული და პატრიოტი ხალხი მუშაობს ტყიბულში“, – აცხადებს სააკაშვილი

სიახლეები

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ...

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და...

ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - განცხადება "დროას" ლიდერის ადვოკატმა, შოთა თუთერიძიემ საგანგებო...

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს უყრის კენჭს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს, უკვე...