მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის მოკითხვა პუტინს

სააკაშვილის მოკითხვა პუტინს

Published on

,,როგორც ყოველთვის, პუტინმა მე გამიხსენა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს და მე მისი მესმის. თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია კარტის სახლივით დაიშლება. პუტინმა მორიგი ტყუილი თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს''. –   ასე გამოეხმაურა  საკუთარ facebook გვერდზე მიხეილ სააკაშვილი პუტინის მორიგ გამოხდომებს მის წინააღმდეგ. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა  მიხეილ სააკაშვილის  საქმიანობაზე უკრაინაში , აღნიშნა, რომ აშშ_მ სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცა და უკრაინაში გააგზავნა. პუტინმა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა "უკრანელი ხალხისთვის შეფურთხებად" შეაფასა.

 მიხეილ სააკაშვილმა  აშშ-ს მიერ გაცემული ვიზის ფოტო გამოაქვეყნა და იქვე დააკომენტარა:

ესეც ჩემი "მოკითხვა" ვლადიმერ პუტინს, რომელმაც დღეს ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი ამერიკული ვიზის შესახებ რიგით მესამეჯერ მოიტყუა, რომ თითქოს ამერიკელები მე ვიზას არ მაძლევენ (სამუშაო ვიზა 01: განსაკუთრებული უნარებისა და გამოჩენილი თვისებების მქონე პირებისთვის). სამწუხაროა, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცია თითქმის ანალოგიურია იმისა, რასაც პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრი აცხადებდნენ ჩემთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ეს უბრალოდ დამთხვევაა.



 

 

 

 



Read more: http://www.tzona.org/post/mixeil-saakashvili-pputitns-exmaureba#ixzz3ueulwY1L

სიახლეები

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...