მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, კოალიცია - „კანონი და სამართალი“ გამოჩნდება- თაკო...

არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, კოალიცია – „კანონი და სამართალი“ გამოჩნდება- თაკო ჩარკვიანი

Published on

არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ კარგს ხედავს ექსპერტ გია ხუხაშვილის იდეაში, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ.„ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი თუ ამაზე საუბრობს. ყველას აქვს ამის უფლება და მხოლოდ კარგს ვხედავ. მე უბრალოდ იმაზე ვისაუბრებ, ჩვენ რას ვაკეთებთ. მე დავაანონსე კიდეც ცოტა ხნის წინ, უბრალოდ არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია – „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.მისი თქმით, მესამე პოლიტიკური ძალის იდეა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამის განხორციელება შესაძლებელია.„ახლა მეორე ტურია. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვის და ზურაბიშვილის გვერდით დგომა“, – განაცხადა ჩარკვიანმა

სიახლეები

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილი თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის გლდანის ციხიდან დღეს, 31 ივლისს გათავისუფლდა. მენთეშაშვილს...

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...