მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არა სალომე ზურაბიშვილს!" - ყოფილი სამხედროებისთვის კანდიდატისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია

“არა სალომე ზურაბიშვილს!” – ყოფილი სამხედროებისთვის კანდიდატისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია

Published on

"არა სალომე ზურაბიშვილს!" – ქართული ოცნების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ კამპანია სულ უფრო მაშტაბური ხდება. ყოფილი სამხედროებისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
 
ყოფილი ძალოვანები და სამხედროებ, რომლებიც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში გაერთიანდნენ, ამბობენ, რომ ქვეყნის სირცხვილი იქნება, თუ ჯარს იმ მთავარსარდლის ბრძანების შესრულება მოუწევს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
 
ის, ვინც ყველა ომი და ყველა ბრძოლა გამოიარა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით დღეს ყველაზე მეტად შეურაცხყოფილია.
 
საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმღვანელი ამბობს, რომ ის მავნებლური განცხადებები, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, რუსულ ინტერესებს ემსახურება.
 
სალომე ზურაბიშვილი, რომელის გუშინ ამტკიცებდა, რომ მას ჯარისკაცები ემუქრებიან, მის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ კამპანიას არ გამოხმაურებია. პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს მედიასთან გამოჩნდა, თუმცა, განცხადება აღარ გაუკეთებია.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...