მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება", რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს. მათ სიტყვას...

გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება”, რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს

Published on

მემგონი, ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არჩევნების მეორე ტურთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
 
ვაშაძის თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" და წაგებისთვისაა განწირული.
 
„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება", რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს. არ გაუვათ, მათი განაჩენი გამოტანილია. ქვეყანა აუცილებლად დაიწყებს ახალ განვითარებას. რაიმე ფასი აქვს კობახიძის, ივანიშვილის, კალაძის სიტყვას? ჩვეულებრივი მატყუარები არიან. ეს დამთავრდება მეორე ტურში",- განაცხადა ვაშაძემ.
 
გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების მიერ დესტაბილიზაციაზე საუბარი, მხოლოდ ტყუილია.
 
„მე მახსოვს ყველა შს მინისტრის მწყობრში განცხადებებები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. რა მივიღეთ? გამოვლინდა, რომ იყო ტყუილი. ესენი არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები. ამ ტყუილის უკვე აღარავის სჯერა. ეს ადამიანები სამოქალაქო ომით გვაშინებენ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის ვიწრო ბანდიტური ჯგუფი. ზურაბიშვილი დამთავრებულია, ვერ გაიმარჯვებს. გავიმარჯვებთ ჩვენ. მემგონი, ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, ისე გაიქცევიან დამარცხების შემდეგ, რომ ვერც მოასწრებთ კომენტარის ჩაწერას. ჩვეულებრივი მშიშარა მაიმუნები არიან, რომლებიც ტყუილების მეტს არაფერს ამბობენ. მათ სიტყვას ფასი არ აქვს",- განაცხადა ვაშაძემ.
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...