მთავარისიახლეებიპოლიტიკა„როგორ შეიძლება, ჰააგაში არწმუნებდე ვიღაცებს, რომ რუსეთია დამნაშავე და, პარალელურად, შენივე გუნდის...

„როგორ შეიძლება, ჰააგაში არწმუნებდე ვიღაცებს, რომ რუსეთია დამნაშავე და, პარალელურად, შენივე გუნდის წევრები ამბობდნენ საპირისპიროს” – ნიკა ჯეირანაშვილი

Published on

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი ჰააგაში, ნიკა ჯეირანაშვილი ეხმაურება. ის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ქართული მხარის უფლებებს იცავს.
 
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებამ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მძიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს კონკრეტული პირების ბრალეულობაზე.
 
„ამ ეტაპზე, როდესაც მიდის დიპლომატების დარწმუნება, მოლაპარაკებები, შიგნით სასამართლოში სხვადასხვა ადამიანის ჩართვა, რომ მეტი ყურადღება მიექცეს საქართველოს სიტუაციას, აი, ამის პარალელურად, ამ ტიპის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სრულიად გაუაზრებელია და არ ჯდება იმ პოლიტიკაში, რასაც, წესით, ქვეყანა უნდა ატარებდეს,“- განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა.
 
ჯეირანაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მკაფიო ნაბიჯები გადადგას, რადგან სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო შესაძლოა, ქართველი სამხედროები, ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.
 
„როგორ შეიძლება შენ, ვთქვათ, ჩამოდიოდე ჰააგაში, იქ არწმუნებდე ვიღაცებს, რომ რუსეთი არის დამნაშავე ბევრ დანაშაულში, რაც იქნა ომის დროს ჩადენილი და, პარალელურად, მეორე მხრივ, შენივე გუნდის წევრები გამოდიოდნენ და ამბობდნენ სრულიად საპირისპიროს და გადაჰქონდათ ბრალეულობა საქართველოზე. არ ჯდება საერთო სტრატეგიაში. ძალიან იძაბება ადგილზე სიტუაცია, ჰააგაში. ამ ფონზე ასეთი ტიპის განცხადებები, თან როცა უკვე მასიურ ხასიათს იღებს, მე ვუკავშირებდი ამას საპრეზიდენტო არჩევნებს და საარჩევნო გარემოს გამო, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამ საპრეზიდენტო არჩევნებს გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა. პრაქტიკაში რა შეიძლება მოხდეს, დაიჭირონ ქართველი სამხედროები, დაიჭირონ ქართველი პოლიტიკური ლიდერები, გადაწყვეტილების მიმღების პირები, ვინც ომის დროს რაიმე სახით გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს ადამიანები შეიძლება იქნენ დაჭერილი, სასამართლოში დაიწყოს პროცესები უშუალოდ და, მეორე მხრივ, კიდევ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, არცერთი ეს ადამიანი არ იქნას დაჭერილი, იმიტომ, რომ უკვე აცხადებს რუსეთი, რომ  მე არ ვთანამშრომლობ,“- განაცხადა ნიკა ჯეირანა

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე, სადაც 11 ნოემბერს ტრადიციული სამგლოვიარო პროცედურა...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...