მთავარისიახლეებისაზოგადოებამალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემი მოთხოვნაა, გამოათრიონ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი, მოვითხოვ...

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ჩემი მოთხოვნაა, გამოათრიონ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი, მოვითხოვ დახვრეტას

Published on

"ქართული ოცნების" ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია 15:00 საათზე გაიმართება.როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად "ოცნების" ოფისთან სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი."დღეს პანკისის ხეობიდან ჩამოდის ხალხი და გავმართავთ აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან. იმის ნაცვლად, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, მხეცი გოგაშვილი დაესაჯათ, დასვეს საარჩევნო შტაბის უფროსად. აქედან გამომდინარე, დღეს, 15:00 საათზე პირდაპირ „ოცნების“ ოფისთან ვაპირებთ აქციის გამართვას.ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...