მთავარისიახლეებისამართალიქართველი კაპიტნის მეთაურობით მცურავი გემი კოკაინის დიდი პარტიით დააკავეს

ქართველი კაპიტნის მეთაურობით მცურავი გემი კოკაინის დიდი პარტიით დააკავეს

Published on

საფრანგეთის საზღვარზე ქართველი კაპიტნის მეთაურობით  მცურავი გემი კოკაინის დიდი პარტიით დააკავეს. გემზე იპოვეს  2 ათას 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ევროა . სპეცოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს.

მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის  კაპიტანი ბათუმელი ბადრი ბერიძეა, ეკიპაჟის წევრებს შორის კი საქართველოს სხვა მოქალაქეებიც არიან.

ფრეგატი Carib Palm კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა. ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და საფრანგეთის პორტ ბულონში გადაიყვანეს.

ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ. ქართველების გარდა, მათ შორის თურქეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

კაპიტან ბადრი ბერიძის შვილი გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ მამასთან კავშირი 10 დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია. ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტრის დახმარებას სთხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  საფრანგეთში საქართველოს საელჩო გემის ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან . ამ მომენტისთვის ინციდენტის ოფიციალური დეტალები არ ხმაურდება. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...