მთავარისიახლეებიპოლიტიკაბედუკაძე, წითელაშვილი, მამალაძე... პრორუსული ძალები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

ბედუკაძე, წითელაშვილი, მამალაძე… პრორუსული ძალები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

Published on

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს კრემლის წარმომადგენლები და პრორუსული პარტია გულშემატკივრობენ.
 
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ლადო ბედუკაძე. კანდიდატს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადა „პატრიოტთა ალიანსმა.“ პარტიამ თბილისსა და რეგიონებში მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქციები დაანონსა.
 
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა რიგებშია ლევან მამალაძეც, რომელიც ქრთამისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის იძებნება.
 
თბილისში რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელსაც გოჩა ძასოხოვი ესწრებოდა. ის მოსკოვში მოქმედი საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტობის გარდა, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრია. პალატის წევრებს კი პუტინი პირადად ნიშნავს და ათავისუფლებს. აქციაზე „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ იდეოლოგი, გოგა ხაინდრავა.
 
სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ტრისტან წითელაშვილი, რომლის სახელთან დაკავშირებულია არაერთი სკანდალური ბრალდება.

სიახლეები

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...