მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი მტერია! - ქართველი გენერალ-ლეიტენატის პასუხი მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს და...

რუსეთი მტერია! – ქართველი გენერალ-ლეიტენატის პასუხი მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს და ხელისუფლების ბრალდებები

Published on

დევი ჭანკოტაძე დეტალურად იხსენებს 2008 წლის ომს. ის მაშინ საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა. ქრონოლოგიაც კარგად ახსოვს და ისიც, თუ როგორ შემოვიდა როკის გვირაბში რუსული ჯარი.
 
გენერლის თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ომისთვის მზადება. კონკრეტული ამოცანები და გეგმა ჰქონდათ, მათ შორის საქართველოს სრული ოკუპაცია.
 
გენერლის საჯარო გამოსვლა, საჯარო პანიკის საფუძველი გახდა მთავრობისთვის. ჯერ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ეს ადამიანები სამხედრო სამსახურში აღარ არიან და ფორმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. კახა კალაძემ გენერლის საქციელს სამარცხვინო უწოდა, რამდენიმე ვეტერანი სამხედროც გამოჩნდა კრიტიკული განცხადებებით. ბოლოს საკანონმდებლო დონეზე ფორმით პოლიტიკური განცხადების აკრძალვაზეც დაიწყეს მსჯელობა. 
 
სანამ მთვარობა დევი ჭანკოტაძის სიტყვებში პოლიტიკურ სარჩულს ეძებდა, მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდა. უმაღლესი მთავარსარდლის ომის დაწყებაში ბრალმდებელმა, საოკუპაციო ხაზი ჯერ საზღვრად მოიხსენია, შემდეგ გენერლის განცხადება უპასუხოდ დატოვა.
 
ვინ არის რუსეთი, დევი ჭანკოტაძეს ერთი პასუხი აქვს. მისი თქმით, რუსეთი მტერია.  დევი ჭაკოტაძემ 2012 წელს დატოვა სამსახური და ბოლო ჯილდო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადასცა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...