მთავარისიახლეებიეკონომიკაკარალიოკის და სანთლის არაყმა მოგჭამათ ჭირი. გადავდივართ ჭაჭაზე - სპირტიან...

კარალიოკის და სანთლის არაყმა მოგჭამათ ჭირი. გადავდივართ ჭაჭაზე – სპირტიან სასმელებზე ახალი რეგულაციები წესდება

Published on

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს. 
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი რეგლამენტი არ ეხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს.
 
რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან.
 
 
წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება.
 
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
 
 
 
აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით.
 
 
განისაზღვრა დადგენილების ამოქმედების ვადა 2019 წლის პირველი აპრილიდან. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე.
 
მართალია რეგულაციები ბაზარზე გასატან პროდუქციას ეხება, მაგრამ მათაც, ვისაც დახლთან რომელიმე  დარჩელელი ან ჯიხაშკარელი ბაბუას ადუღებული სუფთა არყის დალევა უყვარს,  ამაზე უარის თქმა მოუწევს.  რა დროს რომანტიკა და ეგზოტიკაა გაგანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში? ეგზოტიკა და რომანტიკა – სახლში.
 
 
 
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...