მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება'' - შალვა ნათელაშვილი ხალხის დაუყოვნებლივ გადაყვანას...

„საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება” – შალვა ნათელაშვილი ხალხის დაუყოვნებლივ გადაყვანას ავარიული შენობებიდან უსაფრთხო ადგილას

Published on

 
„ლეიბოისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მომხდარ მიწისძვრებს ეხმაურება:
 
„საქართველოში პოლიტიკურ რყევებს მიწისძვრები ემატება. ყოველდღიურად ხდება სეისმური რყევები, ასეთ წუხელ კიდევ ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა,ხშირად მათი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და განსაკუთრებით თბილისშია. მეცნიერეულად ცნობილია რომ დიდი მიწისძვრისათვის ეს მოვლენები არც თუ იშვიათად შესამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მთავრობა კვლავ ზეცაში იყურება. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გადამოწმდეს ის უამრავი ავარიული შენობა სადაც ადამიანები ცხოვრობენ, დაიწყოს მათი გამაგრება,დემონტაჟი და ხალხის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. სანამ დროა.მერე ტრადიციულად არ თქვან მოულოდნელი იყოო.“- წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუკზე.
 
შალცა ნათელაშვილის  გაფრთხილებას ამყარებს სეისმოლოგების შიშები გახშირებული მიწისძვრებთან დაკავშირებით. 
 
 
ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 მიწისძვრა  მოხდა, მართალია მოსახლეობის უმრავლესობას ბიძგები არ უგრძვნია, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა.
უფრო ძლიერი ბიძგების შემთხვევაში ქალაქში კატასტროფული შედეგები ექნება. განსაკუთრებული საფრთხე, სპეციალისტების გათვლებით მაღალსართულიანი შენობებს ემუქრება.
სეისმოლოგებთან ერთად გეოლოგებიც ამბობენ, რომ ახალაშენებული კორპუსების ნაწილი სეისმურად არამდგრადი და უხარისხოა, რის გამოც ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.
 
ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო პროექტებს ამოწმებს, თუმცა იყო შემთხვევი როდესაც მშენებლებმა გაყალბებული დოკუმენტები წარადგინეს. არქიტექტორთა პროფესიულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საამშენებლო კონტროლის მექანიზმი უნდა გამკაცრდეს.
 
რეკომენდაციის მიუხედავად, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ სპეციალისტების კვლევა ნაკლებად სარწმუნოა და უფრო საფუძვლიან არგუმენტებს ითხოვს, მანამდე კი ზედამხედველობის ნორმების გამკაცრებას არ გეგმავს.
 
სტატისტიკური მონაცემებით მცირე მიწისძვრების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს.ბოლოს თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, მაშინ შენობების დიდი ნაწილი დაზიანდა და რამდენიმე მათგანი დაინგრა, 2002 წელს კი 4,5 მაგნიტუდის ბიძგებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...