მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური თბილისის 50-ე ბაღში - დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

ხმაური თბილისის 50-ე ბაღში – დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

Published on

ხმაური ზაჰესში მდებარე 50-ე ბაღში – საბავშვო ბაღის დირექტორი ნატა უღრეიძე გაათავისუფლეს. მასწავლებლები და თავად დირექტორი „კურიერთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
 
მასწავლებლების თქმით, დირექტორს წინასაარჩევნოდ სიების მიტანა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა და სწორედ ამას უკავშირებს იგი გათავისუფლებას.
 
დირექტორის მხარდამჭერები დღეს საღამოს მის მოადგილეს დაუპირისპირდნენ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენლად ითვლება.
 
კონფლიქტის გამო ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
 
დირექტორის თქმით, მას მოიხსენიებდნენ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრად და ეუბნებოდნენ, რომ ის სანდო თანამშრომელი არ იყო.
 
"გამომიცხადეს ძალიან მალე, ძალიან სწრაფად საყვედური და ამის საფუძველზე გამათავისუფლეს. მწამებენ ცილს, ასევე მე ვარ ძველი "ნაციონალი." მე არასდროს არ ვყოფილვარ არცერთ პარტიაში. ეს კულუარული ინფორმაციებია," – განაცხადა დირექტორმა.
 
დირექტორის გათავისუფლების ოფიციალურ მოტივად კი ბაღში არსებული დარღვევებია მითითებული.
 
ბაღების მართვის სააგენტოში ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....