მთავარისიახლეებიპოლიტიკასაწამებელი საკნები, რომლებსაც პატიმრებმა "ვანდალერები" შეარქვეს - რუსთავის ნომერ მე-6 ციხიდან "კურიერს"...

საწამებელი საკნები, რომლებსაც პატიმრებმა “ვანდალერები” შეარქვეს – რუსთავის ნომერ მე-6 ციხიდან “კურიერს” სკანდალური წერილი მოწერეს

Published on

საწამებელი საკნები, რომლებსაც პატიმრებმა "ვანდალერები" შეარქვეს – რუსთავის ნომერ მე-6 დაწესებულებიდან მსჯავრდებულმა არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური წამების შესახებ „კურიერს“ სკანდალური წერილი გამოუგზავნა.
 
პატიმარი გიორგი მარსაგიშვილი სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულების ადმინისტრაციას და დირექტორს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 10-გვერდიან წერილში მსჯავრდებული დეტალურად აღწერს ე.წ. ვანდალერებს – ანუ საკნებს, სადაც მისი მტკიცებით, მსჯავრდებულებს აშიშვლებენ, სასმელ წყალს უკეტავენ და მოთხოვნის მიუხედავად არც სამედიცინო დახმარებას უწევენ.
 
წერილში მსჯავრდებული პატიმრების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების კიდევ რამდენიმე მეთოდზე საუბრობს. მისი მტკიცებით, წამების საკნებში ხდება ტემპერატურის სწრაფი და მკვეთრი ცვლილება, რაც პატიმრების გაციებას ან სხვა რაიმე მძიმე დაავადებებს იწვევს. პატიმარი მარსაგიშვილი ამტკიცებს, რომ ამ მეთოდებით მსჯავრდებულებს მასობრივად და ყოველდღიურად აწამებენ.
 
ე.წ. ვანდალერებში პატიმრის ინფორმაციით, ვიდეომონიტორიგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა რეაგირების თხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
 
მარსაგიშვილის ინფორმაციით, დაწესებულების დირექტორი, შოთა ტრაპაიძე ბიძინა ივანიშვილის ცოლის ნათესავია და „ოცნების“ ლიდერის მხარდაჭერით მოქმედებს.
 
პატიმრების უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობენ მსჯავრდებულის ადვოკატებიც. მათი განცხადებით, პატიმრების მოთხოვნებს ადმინისტრაცია იგნორირებას უკეთებს და ინფორმაციის ციხიდან გამოტანას სოციალურ მუშაკებს უკრძალავს.
 
რუსთავი ნომერ მეექვსე დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას მსჯავრდებულ გიორგი მარსაგიშვილის მიმართვის საფუძველზე უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.
 
სპეციალური პენიტენციალური სამსახურში კი, რომელიც მინისტრ თეა წულუკიანს ექვემდებარება, პატიმრის ბრალდებებს უარყოფენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...