მთავარისიახლეებიპოლიტიკაყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შესაძლოა აეკრძალოთ

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შესაძლოა აეკრძალოთ

Published on

ხელისუფლებამ ახალი ინიციატივის განხილვა დაიწყო, რომლის თანახმადაც, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და აქტივობა შესაძლოა აეკრძალოთ. აღნიშნული ინიციატივის განხილვა, გენერალ დევი ჭანკოტაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, დაჩქარებული წესით დაიწყო.
 
გენერალმა საგანგებო მიმართვა რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაავრცელა. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
 
„ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს კანონი არ უკრძალავს პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ. საერთაშორისო პრაქტიკა არის, რომ მათ შორის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც სურთ, რომ პოლიტიკაში თავი გამოიჩინონ, ეკრძალებათ სამხედრო ფორმით ასეთი განცხადებების გაკეთება. მიუხედავად იმისა, ვინ ვის მხარესაა, მე ვთხოვ ყველას, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სურს, გაიხადოს სამხედრო მუნდირი, გააკეთოს პოლიტიკური განცხადება. ამას არაფერი კრძალავს,“- განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
 
კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა თუ მოქმედმა სამხედროებმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვან.
 
„არავის, მათ შორის დევი ჭანკოტაძის პირადი გმირობა, ან მისი მოქმედებები ეჭვქვეშ არ დაუყენებია. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, როცა სამხედრო მოქმედი ან ყოფილი საველე ფორმით გამოდის, ეს საზოგადოებაში აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს და იწვევს შეშფოთებას. ამ შეშფოთების გაჩენის შემთხვევისთანავე აუცილებელია, საზოგადოებამ მოუწოდოს, მიმართოს ყველა სამართალდამცავი თუ სამხედრო დაქვემდებარების პირებს, ან მოქმედებს, ან ყოფილებს, მათ გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაიცვან,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...