მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია: ,,ოცნების შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა, რაც კრიზისის გარდაუვალი ნიშანია''

ელენე ხოშტარია: ,,ოცნების შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა, რაც კრიზისის გარდაუვალი ნიშანია”

Published on

ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და სპიკერატში გადაინაცვლოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო.
 
გავრცელებულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა კონკრეტულად, „ოცნების“ რომელი წარმომადგენელი იქნება იურიდიულ კომიტეტში. 
 
მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა დეპუტატი ერთად ასრულებენ ნოტარიუსის ფუნქციას ბიძინა ივანიშვილისთვის.
 
„მთლიანად პარლამენტი „ქართული ოცნების“ ნაწილი არის ფაქტიურად ნოტარიალური ბიურო რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას აფორმებდა. მე მინდა ვთქვა, რომ ოხანაშვილი პირადად იყო აქტიური მონაწილე იმისა, რომ ხორავას კომისიის შედეგები არ განხორციელებულიყო. არ  ვიცი ახლა ამისთვის აწინაურებენ თუ რა მიზეზია, თუმცა ფაქტია, რომ ოცნების შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა რაც კრიზისის გარდაუვალი ნიშანია.“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
 
„ნაციონალური მოძრაობა“ კი ვიცე სპიკერის თანამდებობის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ვიცე-სპიკერობის ინსტიტუტს რეალურად აქვს მხოლოდ ერთი დატვირთვა – შეჭამოს ბიუჯეტი.
 
„არის პარლამენტში  6 სპიკერი, ეს ნიშნავს, 6 მანქანა, 6 კაბინეტი, 6 აპარატი და მილიონობით ლარი ეხარჯება ერს. ამიტომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს  ვიცე სპიკერი და შეიძლება იყოს, ჯანდაბას ერთი,  ან სხვა შემთხვევაში  პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში რომელიმე კომიტეტის  თავმჯდომარემ შეიძლება შეითავსოს  სხდომის წაყვანა და ურტყას ის თავისი ჩაქუჩი. ამიტომ ეს არის უკიდურესად არაეფექტიანი სამსახური,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას დაწინაურების თემაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მიიღებენ. სავარაუდოა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სპიკერატში გადაყვანა, ე.წ. ძველი გვარდიის პოზიციების გამყარებას და ახალი სახეების ჩანაცვლებას უკავშირდება.

სიახლეები

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...